სახალხო დიპლომატია
საქართველოში, ასევე მთლიანად კავკასიასა და შავი ზღვის რეგიონში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი და აქტუალური მიმართულება არის ხალხებს შორის კონტაქტების გააქტიურება, ურთიერთობების გაღრმავება და თაობათა დაახლოება, მიუხედავად გაუცხოებისა.
ამის გათვალისწინებით, „სამეგრელოს უხუცესთა საბჭო“ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სახალხო დიპლომატიას, საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებული ღირსეული ტრადიციების შენარჩუნებასა და ახალი თაობებისთვის გაზიარებას, ასევე საერთო მშვიდობიანი მომავლისკენ ქმედითი ნაბიჯების გადადგმას.
ორგანიზაცია ამყარებს კავშირებს, ანალოგიური მიზნების მქონე, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ